ბედნიერი მოგზაურობა!

გაიმარტივე შეძენა LAGIFLY-ზე

კომპანიის შესახებ

ლაგი – დაარსდა 1997 წელს და საქმიანობის მთავარ სფეროს ყოველთვის წარმოადგენდა სატელეკომუნიკაციო ინდუსტრია. დრო და დრო კომპანია გაფართოვდა, მიზნად დაისახა ციფრული პლატფორმების განვითარება როგორც საქართველოში ისე ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ჩვენი მიზანია დავნერგოთ კომფორტული და აუცილებელი სერვისები მომხმარებლებისათვის. კომპანია ლაგი არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და მოხმარებლების კეთილდღეობაზე ორიენტირებული კომპანია. დღეს ჩვენს მომხმარებელს LAGIFLY.GE - სთან ერთად ვთავაზობთ რამდენიმე სერვისს:

ლაგის მობილური აპლიკაცია

LAGI.GE - ლაგის მობილური აპლიკაციის საშუალებით ჩვენ მომხმარებლებს მივეცით შესაძლებლობა ისაუბრონ და იმესიჯონ ულიმიტოდ ნებისმიერი ადგილიდან საქართველოს ნებისმიერ ქსელთან ისე, რომ მეორე მხარეს არც მსგავსი აპლიკაცია სჭირდება და არც ინტერნეტი. ლაგის აპლიკაციას მოყვება უსიმბარათო ნომერი, რომლითაც მოგზაურობა შეგიძლიათ ყველგან.

ლაგის ინტერნეტ მაღაზია

LAGISHOP.GE წარმოადგენს ლაგის კუთვნილ ინტერნეტ მაღაზიას, რომლის მთავარი მიზანია მაქსიმალურად მისაღებ ფასებში მიაწოდოს მომხმარებლებს ყველაზე მაღალი ხარისხის, სანდო და საიმედო პროდუქცია, როგორც ამას აკეთებს კომპანია სატელეკომუნიკაციო სივრცეში.