ჩვენ გთავაზობთ ყველაზე დახვეწილ პლატფორმას, რომელიც ლაივ რეჟიმში მოგაწვდით ფასებსა და რეისებს თქვენთვის სასურველი მიმართულებით. ბილეთებს ყიდულობთ ოფიციალური ავიაკომპანიებისგან. ასევე, LAGIFLY.GE -ზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ფრენების კალენდარი ფასებით და დაგეგმოთ თქვენთვის სასურველი ტური უფრო მარტივად.
შეძენა არის ძალიან მარტივი, ბილეთის არჩევის შემდეგ თქვენ გადახვალთ ოფიციალურ გვერდზე, სადაც უთითებთ თქვენს მონაცემებს და იხდით ბარათით თანხას. დამადასტურებელი წერილი ავიაკომპანიისგან მოგივათ ელ-ფოსტაზე, რომელსაც უთითებთ უშუალოდ ბილეთის შეძენის დროს.
ჩვენ გაგიმარტივებთ ამ პროცესს მაქსიმალურად. დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 242-50-60 და ჩვენ შევიძენთ თქვენთვის ბილეთს ნებისმიერ დროს. ჩვენი გამოცდილი გუნდი მზად არის 24 საათის განმავლობაში გემსახუროთ და დაგეხმაროთ.
ავიაბილეთის ონლაინ შეძენის შემთხვევაში დამადასტურებელი წერილი მოგივათ ბილეთის შეძენისას თქვენს მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე. იმ შემთხვევაში თუ დაგვიკავშირდებით 242-50-60 ზე და ჩვენ შეგიძენთ ბილეთს, დასტურს ჩვენვე გადმოგიგზავნით.
ავიაბილეთები არის ელექტრონული სახის. შეძენის შემდეგ არ დაგჭირდებათ მისი ამობეჭდვა. თუმცა, ჩვენი რეკომენდაცია იქნება მაინც ამობეჭდოთ ხოლმე დამადასტურებელი წერილი, რომელსაც ელ-ფოსტაზე მიიღებთ შეძენის შემდეგ.
ბილეთების გადაცვლის ან დაბრუნების საკითხი წყდება უშუალოდ ავიაკომპანიების მიერ. ყველა ავიაკომპანიას აქვს სხვადასხვა წესები და პირობები. გთხოვთ დროულად მიმართოთ შესაბამის ავიაკომპანიას.
ბილეთის დაჯავშნა დამოკიდებულია ავიაკომპანიაზე. უმეტესი ავიაკომპანია არ გვაძლევს საშუალებას რამდენიმე დღით დავჯავშნოთ ბილეთი შეძენის გარეშე.
უმეტესი ავიაკომპანიების შემთხვევაში Check-in აეროპორტში არის უფასო თუმცა, არსებობენ დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები, როგორიცაა Wizz Air, Ryanair და სხვა, რომელთა შემთხვევაშიც გიწევთ ონლაინ Check-in ის გაკეთება, რათა არ მოგიწიოთ აეროპორტში თანხის გადახდა.