გაიმარტივე შეძენა LAGIFLY-ზე
შპს “ლაგი“
იურიდიული მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას N41
საიდენტიფიკაციო ნომერი: 202911242
ვებ–გვერდი: Lagifly.ge
ელ. ფოსტა: info@lagifly.ge
წინამდებარე მომსახურების სტანდარტული პირობები შედგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციისა და მომქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არეგულირებს LAGIFLY.GE სა და მომხარებელს შორის ურთიერთობებს. მომხმარებელი კომპანია ლაგის ვებ-გვერდის, LAGIFLY.GE-ით სარგებლობის შემთხვევაში ეთანხმება ჩვენს პირობებს.
1. მხარეთა ვალდებულებები
1.1 კომპანია ლაგი არ ადგენს ფასებს და რეისებს. LAGIFLY.ge-ს საშუალებით თქვენ უშუალოდ ავიაკომპანიების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას იღებთ არსებულ რეისებთან და ფასებთან დაკავშირებით. კომპანია ლაგი არ არის ვალდებული ფასების, თუ რეისების ცვლილებებზე.
1.2 ლაგი არ წარმოადგენს არცერთ ავიაკომპანიას და პასუხისმგებლობას იხსნის რომელიმე რეისის გაუქმებაზე, თუ დაგვიანებაზე.
1.3 საჩივარი, რეისებთან ან ფასებთან დაკავშირებით ჩვენთან არ მიიღება. ასევე, ბილეთების გაუქმებასთან ან გადაცვლასთან დაკავშრებით ჩვენ არ ვიღებთ საჩივარს. მომხმარებელმა უნდა მიმართოს შესაბამის ავიაკომპანიას ამ საკითხებთან დაკავშირებით.
1.4 ბარგის დაკარგვის შემთხვევაში ჩვენ ვიხსნით პასუხისმგებლობას, რადგან არ წარმოვადგენთ ავიაკომპანიას. ამ შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა მიმართოს შესაბამის ავიაკომპანიას.
1.5 ბილეთის ონლაინ შეძენის დროს მომხარებელი გადადის LAGIFLY.GE-ს საშუალებით ოფიციალურ პლატფორმაზე, სადაც უთითებს პირად მონაცემებს და იხდის ბილეთის საფასურს. მომხარებელი ვალდებულია მიუთითოს სწორი მონაცემები ბილეთების შეძენის დროს. კომპანია ლაგი პასუხისმგებლობას იხსნის მონაცემების სისწორეზე და თახნის ჩარიცხვასთან დაკავშირებულ გარემოებებზე.
1.6 იმ შემთხვევაში, თუ მომხარებელი თავისით ონლაინ ვერ ყიდულობს ბილეთს და სჭირდება კომპანია ლაგის ოპერატორის დახმარება, მომხმარებელი ვალდებულია წინასწარ ჩარიცხოს კომპანია ლაგის საბანკო ანგარიშზე ბილეთის შესაძენი თანხა სრულად, ხოლო ოპერატორი ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს მომხმარებლის თხოვნა და დაეხმაროს მისთვის სასურველი ბილეთის შეძენაში.
1.7 ლაგის ოპერატორის დახმარების შემთხვევაში ბილეთის შეძენის დროს მომხამრებელი ვალდებულია წერილობით მიაწოდოს კომპანიის ოპერატორს ის პირადი ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ბილეთის შეძენის დროს და რომელსაც ითხოვენ ავიაკომპანიები. ინფორმაციის სიზუსტეზე სრულად პასუხისმგებელია მომხმარებელი.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
რას გულისხმობს ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა და როგორ ვიყენებთ თქვენს შესახებ ინფორმაციას: ჩვენი (შემდგომში „ჩვენ“, „ჩვენი“, „კომპანია“ და „ლაგი“ ნიშნავს შპს „ლაგს“) კონფიდენციალურობის პოლიტიკა განმარტავს თუ როგორ ხდება თქვენს შესახებ პერსონალური ინფორმაციის შეგროვება, გამოყენება, გაზიარება და დაცვა ჩვენს მიერ. თუ ჩვენი მხრიდან მოხდება ამ პოლიტიკის განახლება, ნებისმიერი ასეთი ცვლილება გამოქვეყნდება ჩვენს ვებგვერდზე.
2. განმარტება
2.1 ვებ-გვერდი Lagifly.ge წარმოადგენს კომპანია ლაგის საკუთრებას და არის საჯარო. ვებ-გვერდის საშუალებით თქვენ იღებთ მონაცემებს ოფიციალური ავიაკომპანიების მხრიდან, მათი რეისებთან და ფასებთან დაკავშირებით. ვებ-გვერდი დაცულია და უსაფრთხოა.
3. პერსონალური მონაცემის შეგროვება/შენახვა
3.1 ჩვენს ვებ-გვერდზე ყველანაირი სახის კონფიდენციალური მონაცემები დაცულია და არ გადაეცემა მესამე მხარეს. ჩვენი სერვისით სარგებლობის შემთხვევაში თქვენი პირადი მონაცემები არ საჯაროვდება.
3.2 ბილეთების შესაძენად თქვენ არ გიწევთ ჩვენს ვებ-გვერდზე რეგისტრაცია. ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით თქვენი ბილეთის შეძენა ხდება ოფიციალური პლატფორმებიდან, სადაც კონფიდენციალურობა გარანტირებულია და მკაცრად დაცული.
3.3 თუ თქვენ ბილეთს იძენთ არა ონლაინ, არამედ ჩვენი ცხელი ხაზის დახმარებით 242-50-60, თქვენი პირადი მონაცემების დაცვა გარანტირებულია და შეძენასთან დაკავშირებული არცერთი მონაცემი არ ინახება/საჯაროვდება.