კომპანიის შესახებ
საქართველოს ავიახაზები, რომელიც დაარსდა 1993 წელს, 1999 წლიდან საქართველოს წამყვანი ავიაკომპანია არის. საქართველოს ავიახაზები არის სრულიად კერძო კომპანია და აწარმოებს როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო ფრენებს. კომპანიის სათაო შტაბბინა მდებარეობს თბილსის საერთაშორისო აეროპორტში.
Check In
საქართველოს ვიახაზებით სარგებლობისას შესაძლებელია რეგისტრაცია აეროპორტშივე. ხოლო, ონლაინ რეგისტრაცია იხსნება 24 საათით ადრე და შესაძლებელია მხოლოდ თბილისიდან მგზავრობისას.
ბარგი
ავიაბილეთის საფასურში შედის ერთი უფასო ხელბარგი, რომლის წონაც არ უნდა აღემატებოდეს 8კგ-ს, ხოლო ზომა კი – 55x40x20-ს. თუ ხელბარგის ზომა ან/და წონა გადააჭარბებს მითითებულს, მოგიწევთ დამატებით თანხის გადახდა.
ჩასაბარებელი ბარგი
ჩასაბარებელი ბარგის მოცულობა და ფასი განისაზღვრება ბილეთის კლასის და მიმართლების მიხედვით.
ეკონომ კლასი: ლონდონი, ვენა, პრაღა, ბერლინი,ბარსელონა, პარიზი, დიუსელდორფი, ბრატისლავა, ამსტერდამი, თელ-ავივი, ერევანი, ბათუმი – 20 კგ რეგისტრირებული ბარგი, 8 კგ ხელბარგი.
რუსეთი, სანქტ-პეტერბურგი, უკრაინა- 25 კგ რეგისტრირებული ბარგი, 8 კგ ხელბარგი.
ბიზნეს კლასი: ყველა მიმართულებაზე 30 კგ რეგისტრირებული ბარგი, ხოლო 10 კგ ხელბარგი.
ზედმეტი კილოგრამის საფასური განისაზღვრება ფრენის მიმართულების მიხედვით.
რეგისტრირებული ბარგის საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 158 სმ-ს (სიგრძე + სიგანე + სიმაღლე). შეზღუდვა ვრცელდება როგორც ეკონომ კლასზე, ასევე ბიზნეს კლასზეც.
კომპენსაცია რეგისტრირებული ბარგის მთლიანი ან ნაწილობრივი დაკარგვისა და დაზიანების შემთხვევაში, განისაზღვრება ყოველ 1 კგ-ზე 20 აშშ დოლარის ოდენობით.
0 Comment