კომპანიის შესახებ

Lufthansa წარმოადგენს გერმანულ ავიაკომპანიას, რომელიც დაარსდა 1953 წელს და ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი კომპანია არის. Lufthansa ფლობს შემდეგ ავიაკომპანიებს: Austrian Airlines, Swiss Internationl Air lines, Brusseles Airlines. საერთო ჯამში მას გააჩნია 550-ზე მეტი შვილობილი კომპანია. კომპანიის საბაზო აეროპორტი მდებარეობს ფრანკფურტში. Lufthansa მსოფლიოს ხუთეულში შესული ავიაკომპანია არის დღესდღეობით და Star Alliance-ის წევრი.

Check In

ონლაინ რეგისტრაცია რეისზე იწყება ფრენამდე 23 საათით ადრე. რეგისტრაციის შემდეგ აუცილებელია ამობეჭდოთ ჩასხდომის ბარათი და წარადგინოთ აეროპორტში. ბარათის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად მობილური ტელეფონის საშუალებით

ბარგი

Lufthansa-თი მგზავრობისას შეგიძლიათ იქონიოთ1 ხელჩანთა, რომლის წონაც არ უნდა აღემატებოდეს 8კგ-ს. ბიზნეს კლასით მგზავრობისას შეგიძლიათ იქონიოთ 2 ხელჩანთა თითო 8კგ. ზომები: 55x40x23

ჩასაბარებელი ბარგი

ჩასაბარებელი ბარგის შეძენა შესაძლებელია და ფასი დამოკიდებულია რეისის მიმართულებაზე. ზოგადად შესაძლებელია 20კგ ბარგის ჩაბარება. გადამეტებულ წონაზე მგზავრი იხდის დამატებით გადასახადს.