კომპანიის შესახებ

პეგასუსი წარმოადგენს თურქულ ავიაკომპანიას, რომლის სათაო შტაბბინა მდებარეობს თურქეთში, კერძოდ საბიჰა გიოქჩენის აეროპორტში. კომპანია არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ახორციელებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ფრენებს.  კომპანია მაქსიმალურად ცდილობს შეინარჩუნოს დაბალი ტარიფები.

Check In

რეისზე რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ აეროპორტში. ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ თურქეთიდან, საბიჰა გიოქჩენის აეროპორტიდან მგზავრობისას

ბარგი

პეგასუსით მგზავრობისას ავიაბილეთის საფასურში შედის ერთი უფასო ხელბარგი, რომლის წონაც არ უნდა აღემატებოდეს 8კგ-ს და ზომა არ უნდა აღემატებოდეს  20x40x55სმ-ს.

ჩასაბარებელი ბარგი

ჩასაბარებელი ბარგის შეძენა შეგიძლიათ და ფასი დამოკიდებულია რეისზე. ბარგი არ უნდა აღემატებოდეს 32კგ-ს საერთაშორისო რეისებზე. ხოლო, თურქეთში შიდა რეისების შემთხვევაში 15კგ-ს.