კომპანიის შესახებ

“LOT – Polish Airlines” – წარმოადგენს პოლონეთის ავიახაზებს, რომელსაც 88 წლიანი გამოცდილება გააჩნია. 2003 წლიდან კომპანია გახდა Star airlines-ის წევრი. კომპანია ვარშავა-თბილისის მიმართლებით 2010 წლიდან ასრულებს რეისებს. პოლონეთის ავიახაზები მაქსიმალურად არის ორიენტირებული ფასდაკლებებზე და სპეციალურ შეთავაზებებზე.

Check In

კომპანია გამოირჩევა გამარტივებული ონლაინ რეგისტრაციით. ასევე, შეგიძლიათ აეროპორტში რეგისტრაცია, რომელიც უფასოა.

ბარგი

პოლონეთის ავიახაზებით საერთაშორისო რეისზე შედის 1 ხელჩანთა, რომლის წონაც არ უნდა აღემატებოდეს 8კგ-ს. ბიზნეს კლასით მგზავრობისას შეგიძლიათ იქონიოთ 2 ხელჩანთა თითო 9კგ. ზომები: 55x40x23

ჩასაბარებელი ბარგი

ჩასაბარებელი ბარგის შეძენა შესაძლებელია და ფასი დამოკიდებულია რეისის მიმართულებაზე. ზოგადად ეკონომ კლასით შეგიძლიათ 23კგ ბარგის ჩაბარება. ხოლო, ბიზნეს კლასით მგზავრობისას დაშვებულია 32კგ. გადაჭარბების შემთხვევაში მოგიწევთ თანხის დამატება.