კომპანიის შესახებ

Qatar Airways დაარსდა 1993 წელს, რომელიც დღსდღეობით 140 ზე მეტი საერთაშორისო მიმართულებით ასრულებს ფრენებს. 2013 წელს Qatar Airways გახდა ექსკლუზიური Oneworld Alliance-ის წევრი და ამით გახდა პირველი Gulf Carrier. კატარის ავიახაზები 2011 წელს დასახელდა “წლის ავიაკომპანიად”, ხოლო 2012 წელს პრესტიჟულმა Skytrax Industry Audit-მა 5 ვარსკვლავიანი რეიტინგი მიანიჭა. ავიაკომპანია დაფრინავს ლოზუნგით “მსოფლიოს 5 ვარსკვლავიანი ავიახაზები”. Qatar Airways-ს აქვს 165-ზე მეტი თვითმფრინავის ფლოტი, მათ შორის Boeing 777 და 787, პლუს Airbus A380 და A350 თვითმფრინავები.

Check In

ონლაინ რეგისტრაცია ხელმისაწვდომია Qatar Airways-ის ფრენებისთვის 68 მიმართულებით. შეერთებულ შტატებში ფრენების ონლაინ რეგისტრაცია იხსნება გამგზავრებამდე 24 საათით ადრე და იხურება აფრენამდე 90 წუთით ადრე. ყველა სხვა მიმართულებისთვის, სადაც ხელმისაწვდომია ონლაინ რეგისტრაცია, მგზავრებს შეუძლიათ დარეგისტრირება გამგზავრებამდე 36 საათიდან 90 წუთით ადრე. ასევე, შესაძლებელია აეროპორტში რეგისტრაციის გავლა უფასოდ.

ბარგი

Qatar Airways-ით მგზავრობისას ხელბარგი არ უნდა აღემატებოდეს 50x37x25სმ-ს, ხოლო წონა 7კგ, თუმცა მისი გაზრდა 15კგ-მდე შეიძლება.

ჩასაბარებელი ბარგი

ჩასაბარებელი ბარგის შეძენა შესაძლებელია და ფასი/წონა დამოკიდებულია რეისის მიმართულებაზე. ბრაზილიიდან, კანადიდან და ამერიკიდან მგზავრობისას შესაძლებელია 23კგ დან 32კგ-მდე ბარგის ჩაბარება. დანარჩენ მიმართულებებზე კი 30კგ-დან 50კგ-მდე. თუმცა, მონაცემები დამოკიდებულია რეისზე და მიმართულებაზე.