კომპანიის შესახებ

ვიზიარის მსგავსად, რაიანეარიც დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიას წარმოადგენს.  კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს ირლანდიაში, კერძოდ დუბლინში, მაგრამ რაიანეარის უმეტესი რეისი სრულდება დიდი ბრიტანეთიდან სხვა ევროპული ქვეყნების მიმართულებით. კომპანია სთავაზობს მომხმარებლებს იაფ ავიაბილეთებს. კომპანიას გააჩნია 400-ზე მეტი ბოინგი და 700-ზე მეტი თვითმფრინავი. რაიანეარის მთავარი მიზანია დაბალი ტარიფის შენარჩუნება.

Check In

რაიანეარით მგზავრობისას საჭიროა ონლაინ რეგისტრაცია. თუმცა, აეროპორტში 2 საათით ადრე მისვლა მაინც რეკომენდირებულია. ასევე, თან უნდა იქონიოთ თქვენი ჩასხდომის ბარათი, რათა თავიდან აირიდოთ გაუგებრობები. რეისზე ონლაინ რეგისტრაცია შეგიძლიათ რაიანეარის მობილური აპლიკაციით ან ვებ-გვერდის საშუალებით. რეგისტრაციისთვის აუცილებელია 6 ციფრა დაჯავშნის ნომერი. რეისზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ ჩასხდომის ბარათი გამოგეგზავნებათ, რომელიც უნდა ამობეჭდოთ ან მობილური ტელეფონის მეშვეობით წარადგინოთ აეროპორტში.

ბარგი

რაიანეარს გააჩნია თავისი წესები ხელჩანთასთან დაკავშირებით. ავიაბილეთის საფასურში შედის ერთი უფასო ხელბარგი, რომლის ზომაც არ უნდა აღემატებოდეს  – 35x20x20 -ს. მეორე ჩანთის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ წინასწარ შეიძინოთ მომსახურება თუმცა, ჩანთა არ უნდა აღემატებოდეს 55x40x20-ს და არ უნდა იყოს 10კგ-ზე მეტი.

ჩასაბარებელი ბარგი

ჩასაბარებელი ბარგის არსებობის შემთხვევაში მოგიწევთ დამატებით თანხის გადახდა, რის შემდეგაც შეგეძლებათ 20კგ-მდე ბარგის ჩაბარება. ფასები განსხვავდება რეისების მიხედვით. თუ თქვენ გსურთ ბარგის დამატება, უნდა აცნობოთ წინასწარ ავიაკომპანიას ონალინ. თუ აეროპორტში მიხვალთ ბარგის წონის გადამეტებით, ამის გამო თანხის დამატება მაინც მოგიწევთ.