კომპანიის შესახებ

ვიზიარი წარმოადგენს უნგრულ დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიას, რომელიც დაარსდა 2003 წელს ლონდონში.  მისი სათაო ოფისი მდებარეობს უნგრეთში, ლისტის საერთაშორისო აეროპორტში. ავიაკომპანია 65-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს და ძირითადად რეისებს ახორციელებს მეორეხარისხოვანი აეროპორტებიდან.  ავიაკომპანია აქტიურად არის ჩართული მოლაპარაკებებში, რათა გაზარდოს მიმართულებათა სპექტრი და დაამატოს რაც შეიძლება მეტი ავიარეისი.  საქართველოში კომპანია 2012 წელს შემოვიდა და ქუთაისიდან ახორციელებს როგორც პირდაპირ, ისე ტრანზიტულ რეისებს

Check In

ვიზიარით ფრენის შემთხვევაში აუცილებლად გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია, რათა არ მოგიწიოთ აეროპორტში დამატებითი თანხის გადახდა. ონლაინ რეგისტრაცია იწყება ფრენამდე 14 დღით ადრე და მთავრდება ფრენამდე 3 საათით ადრე

ბარგი

ავიაბილეთის საფასურში შედის ერთი უფასო ხელბარგი, რომლის წონაც არ უნდა აღემატებოდეს 10კგ-ს, ხოლო ზომა კი – 40x30x20 -ს. თუ ხელბარგის ზომა ან/და წონა გადააჭარბებს მითითებულს, მოგიწევთ დამატებით თანხის გადახდა.

ჩასაბარებელი ბარგი

უფასო ხელბარგთან ერთად, შეგიძლიათ შეიძინოთ 10კგ, 20კგ, და 32კგ ჩასაბარებელი ბარგი. თუმცა, მათი მაქსიმალური ოდენობა 6 ერთეულია.